სრული მარკეტინგული მომსახურება
ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ სრული მარკეტინგული ციკლის
მართვას, რომელიც ეყრდნობა ინდივიდუალურ მიდგომას და მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ვიკვლევთ თქვენს ბაზარს, კონკურენტებს და სამიზნე აუდიტორიას, რათა შევქმნათ სტრატეგია, რომელიც რეალურ შედეგებს მოგიტანთ. სრული მარკეტინგული სერვისი მოიცავს:
- სტრატეგიული დაგეგმვა და ბაზრის ანალიზი
- ინტეგრირებული მარკეტინგული გადაწყვეტილებები
- კამპანიის სტრატეგიის განვითარება
- გრაფიკული დიზაინი და ბრენდინგი
- სოციალური მედიის მართვა
- საზოგადოებასთან ურთიერთობები (PR) და მედია კომუნიკაცია
ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ მარკეტინგული მიქსის სხვადასხვა ელემენტის სწორად განსაზღვრაში, ძირითადი ინსტრუმენტების ერთობლივ გამოყენებასა და თქვენი მარკეტინგული ინვესტიციების მაქსიმალური უკუგების მიღებაში, რაც საბოლოოდ აისახება ბაზარზე ბრენდის პოზიციის გაძლიერებაში.
ფოტო და ვიდეო პროდაქშენი
სააგენტოს კრეატიული გუნდი ქმნის პროფესიონალურ კომერციულ ფოტო და ვიდეო კონტენტს, რომელიც ასახავს თქვენი ბრენდის ღირებულებებს და ეფექტურად ამყარებს კავშირს თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან. პროექტებს უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალები, რომელთა პორტფოლიოშიც არაერთი წარმატებით განხორციელებული სარეკლამო კამპანიაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდისთვის. სერვისი მოიცავს:
- პროფესიონალური ფოტოგრაფია
- ვიდეო კონტენტის შექმნა
- პოსტ-პროდაქშენი და მონტაჟი
- ვიზუალური მასალების მართვა
- სატელევიზიო რეკლამა
ჩვენი გუნდი განსაზღვრავს სარეკლამო გზავნილის განთავსებისთვის საჭირო ტრადიციულ და ციფრულ გზებს, რომლებიც ოპტიმალურად მიაღწევს თქვენს სამიზნე აუდიტორიამდე.
სოციალური მედიის მენეჯმენტი
სააგენტოს ციფრული მარკეტინგის გუნდი გეხმარებათ აამაღლოთ ბრენდის შესახებ ცნობადობა და გააძლიეროთ მომხმარებლის ჩართულობა კომპანიის აუდიტორიასთან ეფექტური და გონივრული კომუნიკაციის გზებით. სოციალური მედია პლატფორმების [Facebook, Instagram და TikTok] სრული პოტენციალის ათვისებით ვზრდით თქვენს ბიზნესს, რასაც კომუნიკაციური საშუალებების და ტექნიკების სწორ კომბინირებაზე დაყრდნობით ვახორციელებთ. ჩვენ გთავაზობთ:
- კონტენტის დაგეგმვა და განრიგი
- ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშები
- პლატფორმაზე მორგებული ოპტიმიზაცია
- რეკლამისა და პრომო კამპანიების მართვა
- ინფლუენსერებთან თანამშრომლობა
ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ მიმზიდველ კონტენტს, რომელიც ეყრდნობა ბრენდის იდენტობას და რეზონანსს ჰპოვებს თქვენს აუდიტორიასთან. ამასთან, რეგულარულად ვაანალიზებთ შედეგებს და ვახდენთ სტრატეგიის ადაპტირებას მაქსიმალური ეფექტურობისთვის, რაც დაფუძნებულია კვლევის შედეგების, კრეატიული რეზიუმეების, სტრატეგიების, კომუნიკაციის ამოცანებისა და სხვა ელემენტების შეჯერებაზე.
ბრენდინგი და კრეატიული სტრატეგია
ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით დასამახსოვრებელ და გამორჩეულ ბრენდს, რომელიც რეზონანსს ჰპოვებს თქვენს აუდიტორიასთან. ჩვენი კრეატიული გუნდი გეხმარებათ ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებასა და ისეთი ვიზუალური მასალის შექმნაში, რომელიც ზუსტად გადმოსცემს თქვენს ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ახალი, უნიკალური იდეების გენერირებაზე, რომლებიც თქვენს ბრენდს კონკურენტებისგან გამოარჩევს. სერვისი მოიცავს:
- ვიზუალური დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა
- ბრენდის იდენტობის განვითარება (ლოგო, ფერები, ტიპოგრაფია)
- კრეატიული მიმართულება და ვიზუალური კონცეფცია
- მომხმარებლის პერსონიფიკაცია და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
- შეფუთვა და პროდუქტის დიზაინი
- რებრენდინგი და ბრენდის ევოლუცია
ბრენდის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით უზრუნველვყოფთ
თანმიმდევრულობას ყველა საკომუნიკაციო არხზე, რაც აძლიერებს თქვენი ბრენდის იდენტობას და გავლენას. გარდა ამისა, ჩვენ არა მხოლოდ ვიცავთ ეთიკურ პრინციპებს, არამედ აქტიურად ვქმნით ბრენდს, რომელიც არის დასამახსოვრებელი, სანდო და გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით.