კურსის შესახებ
Lighthouse აკადემიის კომერციული ფოტოგრაფიის ინტენსიური კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს კომერციული ფოტოგრაფიის სამყაროში პროფესიონალურ დონეზე დამკვიდრება. კურსის მიმდინარეობისას თქვენ შეისწავლით პროდუქტის, საკვების და სიტუაციური ფოტოგრაფიის თანამედროვე ტექნიკებს, რომლებიც თანამედროვე ციფრულ სამყაროში აქტუალურ და მოთხოვნად სფეროს მიეკუთვნება.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
კომერციული ფოტოგრაფიის საფუძვლები
- კომერციული ფოტოგრაფიის არსი და მისი ქვეკატეგორიები
- საქართველოს ბაზრის სპეციფიკა და თავისებურებები
- სარეკლამო ფოტოგრაფიის განმასხვავებელი ნიშნები და პრინციპები
- კლიენტთან ურთიერთობის სტრატეგიები და პროექტის მართვა
ტექნიკური უნარ-ჩვევები
- პროფესიონალური აღჭურვილობის შერჩევა და გამოყენება
- სხვადასხვა ტიპის ლინზები და მათი გამოყენება
- განათების სისტემები და მათი მოდიფიკაციები
- თეთრი ბალანსის კონტროლი ბუნებრივ და ხელოვნურ განათებაში
- სწორი კომპოზიციის შექმნა კომერციული მიზნებისთვის
საკვების ფოტოგრაფია
- Food styling-ის პრინციპები და ტექნიკები
- სხვადასხვა კულინარიული მიმართულების (ქართული, იაპონური, ევროპული, ფასტ-ფუდი) გადაღების თავისებურებები
- სარესტორნო მენიუს ფოტოგრაფიის სპეციფიკა
- საკვების პრეზენტაცია სოციალური მედიისთვის
- ბრენდის იდენტობის გამოხატვა საკვების ფოტოგრაფიაში
პროდუქტის ფოტოგრაფია
- პროდუქტის წარმოჩენის ტექნიკები
- თეთრ ფონზე გადაღების მეთოდოლოგია
- პროდუქტის ტექსტურისა და დეტალების გამოკვეთა
- მინიმალისტური და კომპლექსური კომპოზიციები
სტუდიური მუშაობა
- სტუდიის მოწყობა და ოპტიმიზაცია
- სტუდიური განათების სქემები
- პორტრეტის გადაღება კომერციული მიზნებისთვის
- დროის მენეჯმენტი და რესურსების ოპტიმიზაცია
პოსტ-პროდაქშენი
- RAW ფორმატში მუშაობის უპირატესობები
- შესავალი Adobe Lightroom-ში; დამუშავების პროფესიონალური ტექნიკები
- შესავალი Adobe Photoshop-ში; ფენებზე მუშაობა და ფოტო- მანიპულაციები
- ფერების კორექცია და კალიბრაცია
- პორტფოლიოს შექმნა და პრეზენტაცია
პრაქტიკული გამოცდილება
- რეალურ გარემოში მუშაობა (სასტუმროები, რესტორნები, სტუდია)
- სხვადასხვა პროდუქტის გადაღების პრაქტიკული სავარჯიშოები
- პროფესიონალის ხელმძღვანელობით პორტფოლიოს შექმნა
- რეალური დავალებების შესრულება და უკუკავშირის მიღება
რას მიიღებთ კურსის დასრულების შემდეგ
- კომერციული ფოტოგრაფიის პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს
- პირად პორტფოლიოს მაღალი ხარისხის ნამუშევრებით
- რჩევებს აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით
- საკუთარი სტილის განვითარების მეთოდოლოგიას
- სერტიფიკატს კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ
კურსი მორგებულია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ფოტოგრაფებზე